,,სირცხვილიას კამპანია ,,ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს - სტუდენტური მოძრაობა

04.07.22 20:51
,,სირცხვილიას კამპანია ,,ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს - სტუდენტური მოძრაობა

სტუდენტური მოძრაობა 3 ივლისის აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სირცხვილიას", ხელისუფლებასთან კავშირში ადანაშაულებს.

სტუდენტებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ,,სირცხვილია" ბოლო 3 წლის განმავლობაში ახერხებს პროტესტის მუხტისა და  მასშტაბების ჩაქრობას, რაც მათი შეფასებით, ხელისუფლების წიქვილზე ასხამს ყალს. 

20 ივნისის პროტესტზე ,,სირცხვილიამ" კი არ გამოიყვანა ხალხი, ხალხი თვითონ გამოვიდა. საჭიროა ამ ხალხის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა. 

მიმდინარე წლის 3 ივლისის აქციის ორგანიზატორები ,,სირცხვილიას" ლიდერები, ისევე როგორც ბოლო 3 წლსი განმავლობაში აქციების გამართვისას, ნებსით, თუ უნებლიეთ, ახერხებენ საპროტესტო მუხტის მასშტაბის სულისკვეთების გაშლას და დასუსტებას.

ლეგიტიმურია ყველა ის კითხვა, თუ პრეტენზია, რომელიც საზოგადოებას და განსაკუთრებით სტუდენტებს აქვთ აღნიშნული ქმედების მავნებლურ შედეგებზე, რაზეც სამწუხაროდ, პასუხისმგებლობას გაურბის ,,სირცხვილია". 

,,სირცხვილიას" მიერ წარმოებული კამპანია, სამწუხაროდ, წყალს ასხამს ,,ქართული ოცნების"კამპანიას - აცხადებენ სტუდენტები.

მსგავსი სიახლეები