გვარამია "ოცნებას": 4 დათმე 4 სექტემბრამდე

05.07.22 09:19
გვარამია "ოცნებას": 4 დათმე 4 სექტემბრამდე

ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებდან  მიმართვას ავრცელებს. მედიამენეჯერი "ქართულ ოცნებას" 4 საკითხის დათმობისკენ მოუწოდებს. 

"ქართულ ოცნებას: 4 დათმე 4 სექტემბრამდე

1. დათმე საარჩევნო სისტემა

2. დათმე ცესკო

3. დათმე სასამართლო კლანი

4. დათმე გენერალური პროკურორი.  

ვადამდელი არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემებით, ახალი ცესკოთი, დეპოლიტიზებული სასამართლოთი და პროკურატურით. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა და ევროკავშირის წევრობის სტატუსი სლოვაკური სცენარით"- წერს ნიკა გვარამია. 

მსგავსი სიახლეები