NATO-ში გასაწევრიანებლად საქართველომ რეფორმები უნდა გაატაროს - სამეკავშირეო მისიის ხელმძღვანელი
რა შედეგებით დასრულდა NATO-ს სამიტი საქრთველოსთვის - თემაზე შემაჯემებელი ბრიფინგი NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა. ალიანსის წარმომადგენელმა საქართველოში პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ერთდაერთი გზა რეფორმებია.
მისიის ხელმძღვანელმა დღეს ასევე, აღნიშნა, რომ ბოლო წელიწადნახევარში საქართველომ რეფორმების მიმართულებით დაღმასვლა განიცადა.
NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მყარად დგას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთან მიმართებაში. NATO-ში გაწევრიანებისთვის ქვეყანა ორი რამისთვის უნდა იყოს მზად. პირველი, ქვეყანა უნდა იყოს მზად მოთხოვნების შესასრულებლად. ეს მოთხოვნები კი სცდება უსაფრთხოებას და თავდაცვას, რადგან ეს ეხება მთლიანად ქვეყნის ინტეგრაციას ალიანსში. მეორე ელემენტი არის ის, რომ ალიანსმა პოლიტიკური გადაწყვეტილება კონსესუსზე დაყრდნობით უნდა მიიღოს, რადგან ეს მოახდესნ გავლენას NATO-ს უსაფრთხოებაზე. საქართველომ უნდა გაატაროს ევროატლანტიკური რეფორმები. რეფორმები უნდა გატარდეს სასამართლოს და საარჩევნო სისტემაში. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რეფრომების ტემპი მცირდება, ჩვენ გვინდა, რომ ეს სიგნალი საქართველოს გავუგზავნოთ, რომ დააბრუნოს რეფორმების იმპულსი, - განაცხადა ალექსანდრ ვინიკოვმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანს გაწევრიანება შეუძლებელია. საპირისპირო თქვა დღეს NATO-ს სამეკავშირეო მისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მთავარი პრობლემა არა ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ რეფრომების შეუსრულებლობაა.
სეგახსენებთ, რომ NATO-ს სამიტზე შვედეთის და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს. ისტორიულ სამიტს საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.