"ოცნებას" საქმე სახუმაროდ არ აქვს, გაბრაზებული ხალხი არსად წასულა - გიორგი მშვენიერაძე

05.07.22 11:55
"ოცნებას" საქმე სახუმაროდ არ აქვს, გაბრაზებული ხალხი არსად წასულა - გიორგი მშვენიერაძე

3 ივლისი აქცია, რომლიც ორგანიზატორებისთვის გაკვეთილი აღმოჩნდა - სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მშვენიერაძე, აცხადებს, რომ საზოგადოებას განსხვავებული მოლოდინებით ჰქონდა აქციის დრამატურგიასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს შეთავაზებული იყო თავად აქციის ორგანიზატორების მხრიდან.

მისივე განცხადებით, სხვა ტაქტიკები არსებობს იმისთვის, რომ ხელისუფლებას არაძალადობრივი გზებით პრობლემები შეექმნას. 

,,ქართულ ოცნებას" საქმე სახუმაროდ არ აქვს, მან კარგად იცის, რომ შედეგები არის კატასტროფული. მისი მხარდამჭერები ტოვებენ მას. 

მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა კმაყოფილები გუშინდელი აქციის დრამატურგიით, ეს ადამიანები არსად გამქრალან, ადამიანები, რომლებსაც კატეგორიულად არ მოსწონთ ის პოლიტიკა, რასაც ,,ქართული ოცნება" ატარებს - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

მსგავსი სიახლეები