"მიზანმიმართული ნაბიჯი NATO-ს სამიტის წინ " - ბათუ ქუთელიას თქმით, პრემიერმა რუსეთის ინტერესები გაახმოვანა

05.07.22 13:37
"მიზანმიმართული ნაბიჯი NATO-ს სამიტის წინ " - ბათუ ქუთელიას თქმით, პრემიერმა რუსეთის ინტერესები გაახმოვანა

ექსპერტებმა, რომლებიც ნატო-საქართველოს ურთიერთობებს წლებია, აკვირდებიან, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სიცრუეში ამხილეს. 

,,დროას" ერთ-ერთი ლიდერი, ბათუ ქუთელია, ამბობს, რომ ღარიბაშვილმა მიზანმიმართულად იცრუა "ნატოს" მადრიდის სამიტის წინ.

ის, რაც ღარიბაშვილმა იცრუა, იყო არა სიცრუე, არამედ მიზანმიმართული ნაბიჯი, გადადგმული რუსეთის ინტერესების გასახმოვანებლად ზუსტად ნატოს მადრიდის სამიტის წინ.  ამით ღარიბაშვილმა მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს ეროვნული ინტერესები. 

როცა ფინეთი და შვედეთი გახდნენ ნატო-ს წევრები, მანამდე იყო საუბარი, რომ რუსეთი ამას არ დაუშვებს. არა მარტო დაუშვა, განაცხადა კიდეც, ეს მათთვის საფრთხე არ არის. 

როცა რუსეთი შემდგარი ფაქტის წინაშე დგება, ის ამას ეგუება, ასე მოხდა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, ასე იყო სკანდინავიის ქვეყნებე და ასე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც, თუ გავხდებით ჩვენ ნატოს წევრი "- განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ოკუპირებული ტერიტორები ვერ იქნება საქართველოსთვის ნატოში გასაწევრინებლად პრობლემა -აღნიშნული განცხადება თბილისში დღეს  ნატო ოფისის შეფმა გააკეთა.

აღნიშნული კომენტარით ალექსანდრ ვინიკოვმა უარყო პრემიერ ღარიბაშვილის მანამდე გაკეთებული განცხადებები, რომელიც ხალხში უიმედობას ნერგავდა.

ვიდრე დეოკუპაცია არ მოხდება, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის შანსიც კი არ აქვს- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები