პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დეოლიგარქიზაცია - საგანგებო შეხვედრა ნაცმოძრაობის ოფისში
როგორ აპირებს ოპოზიცია, აიძულოს ხელისუფლება, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები? - ამ წუთებში საგანგებო შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.
პარტიის წევრები, ვინც ოფისში შევიდინენ „პირველებს“ უდასუტრებენ, რომ მსჯელობის საგანი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დეოლიგარქიზაციაა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, თუ ქვეყანაში სასამართლო კლანი და კორუფცია იქნება, და თუ ქვეყანას მმართველად ისევ ოლიგარქი ივანიშვილი ეყოლება, 6 თვის თავზე ევროკავშირში არავინ მიგვიღებს.
ენმ-ს წევრი ამბობს, რომ მსჯელობა შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობს.
„ცივილიზირებულმა სამყარომ გვითხრა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერ მიგიღებთო. რუს ოლიგარქთან ერთად, რომელიც კრიმინალურად მართავს ქვეყანას, ვერ მიგიღებთო. შესაბამისად, მსჯელობა მიმდინარეობს იმ საკითხებზე, როგორ შეიძლება ხელისუფლება იძულებული გახდეს ეს პროცესი დაიწყოს, ან დათმოს ხელისუფლება. ნებისმიერ სხვა საკითხზე მსჯელობა, სადაც დეოლიგარქიზაცია არ მოიაზრება, ან არ მოიაზრება ის, რომ პრეზიდენტ მიხეილ საააკაშვილი იყოს გადაყვანილი და ნიკა გვარამია გათავისუფლებული, აზრიც კი არ აქვს. თუ სასამართლოში ისევ კლანი იქნება, თუ ისევ კორუფცია იქნება ქვეყანაში, თუ ისევ ოლიგარქი ივანიშვილი მართავს, ცხადია 6 თვის თავზე ევროკავშირი კარს არ გაგვიღებს. ამ საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა“. - ამბობს ხაბეიშვილი.
ნაციონალური მოძრაობის ოფისი უკვე დატოვეს უცხოელმა წარმომადგენლებმა და შეხვედრის ბოლოს გახდება ცნობილი, თუ რაზე იმსჯელეს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში.