რასაც ღარიბაშვილი ამბობს, ეს პირდაპირ რუსული გზავნილია - გიორგი რუხაძე
ეს პირდაპირ რუსული გზავნილია - ექსპერტი ევროპული პოლიტიკის საკითხებში, გიორგი რუხაძე, პრემიერ ღარიბაშვილის სკანდალურ განცხადებას ეხმიანება. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სპეციალისტს მიაჩნია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის პრობლემა არა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებია, არამედ ჩვენი ქვეყნის მთავრობის არასწორი ქმედება და კურსია.
ეს არის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისთვისაც, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მთავარი პრობლემა არა ოკუპირებული ტერიტორიებია, არამედ ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს.
რასაც ღარიბაშვილი ამბობს, ეს პირდაპირ რუსული გზავნილია. მოდით, ასე ვთქვთ, ის გზავნილი რომ მართალი იყოს, ცნობილი ბუქარესტის ჩანაწერი არ იარსებებდა, ნახევარი გერმანია იყო ოკუპირებული, როცა ეს ქვეყანა თავის შემადგენლობაში მიიღო ნატო-მ. შესაბამისად, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები იმასთან შედარებით არაფერი არაა. - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გამო ნატო თავის შემადგენლობაში საქართველოს არ მიიღებს.