როგორ გაგრძელდება პროტესტი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის? - "სირცხვილიას" კომენტარი

05.07.22 15:38
როგორ გაგრძელდება პროტესტი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის? - "სირცხვილიას" კომენტარი

როგორ გაგრძელდება პროტესტი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის? მოძრაობა "სირცხვილია" უახლოეს პერიოდში თავისი გეგმების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროვებს.

როგორ არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, გაგრძელდება კონსულტაციები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, რათა საბოლოო პოზიციაზე შეჯერდნენ. 

შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს მოთხოვნის ცვლილება - აცხადებს გიორგი მჟავანაძე, ,,სირცხვილიას" ხელმძღვანელი.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ვმართოთ მოლოდინები. ის, რომ ერთ დღეში შესაძლოა, შეიცვალოს ხელისუფლება, ეს წარმოუდგენელია, ამიტომაც საჭირი იქნება მრავალათასიანი გამოსვლები პერმანენტულად.

ეს საპროტესტო მუხტი შეუძლებელია, გაჩერდეს. ამიტომაც ჩვენ ვგეგმავთ, იყოს სხვადასხვა აქტივობები როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. 

ხელისუფლებას არ სურს, უკან დაიხიოს არც ერთი ნაბიჯით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ შორის, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს მოთხოვნის ცვლილებაც, რაც კიდევ უფრო მწვავე იქნება ხელსიუფლების წინააღმდეგ- განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.

აქამდე სახალხო მოძრაობას ორი მოთხოვნა ჰქონდა- გადადგეს პრემიერი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.

 

მსგავსი სიახლეები