ელისაშვილის პარტია და "გირჩი" „ ოცნების“ ტოტს წარმოადგენენ - კახა ოქრიაშვილი
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ „ქართული ოცნების“ პარტნიორები არიან და სამთავრობო ბლოკს წარმოადგენენ".
შეკრულები, ეს ძალიან ცუდი სიტყვაა, ისინი ჩვეულებრივი პარტნიორები არიან. მათი პარტიები „ქართული ოცნების“ ერთგვარ ტოტს წარმოადგენს. ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, ცუდი არის ის, როდესაც იძახის, რომ ოპოზიციონერი ვარო და მერე ხარ სამთავრობო ბლოკის წევრი, პრაქტიკულად. ამაშია მთელი პრობლემა.
გადახედეთ მათ ნამოქმედარს და ნახავთ, რაც "ოცნებას" სწორედ იმას აკეთებენ. „ოცნების“ პროპაგანდა მათ ასაღებს იმდაგვარად, რომ ისინი ოპოზიციონერები არიან, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენები, ვინც მათ პოლიტიკას არ ეთანხმებიან და მათი მონა არ არის, რადიკალური ოპოზიციაა. სინამდვილეში, "გირჩი" და ესლისაშვილის პარტია ოპოზიცია არ არის", - აცხადებს ოქრიაშვილი.