უკანონო თვალთვალი დეპუტატის მიმართ - დეკანოიძემ მტკიცებულებები პროკურატურას გადასცა

05.07.22 15:06
 უკანონო თვალთვალი დეპუტატის მიმართ - დეკანოიძემ მტკიცებულებები პროკურატურას გადასცა

უკანონო თვალთვალი და მიყურადება - ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერებზე ზეწოლას აგრძელებს. 
თვალთალის სამიზნე ამჯერად ხატია დეკანოიძე გახდა.

ნაცინალური მოძრაობის ლიდერი ირწუნება რომ მასზე უკანონო თვალთვალი რეგიონებში, მოსახლეობასთან შეხვდრის დროს განხორცილდა.

დეპუტატის განცხადებით მისი გადაადგილების მარშრუტს სუსის აგენტები აკვირდებოდნენ.

იდენტიფციარებულია ავტომობილებიც, რომლითაც სუსი დეპუტატს უთვალთვალებდა. 

მტკიცებულებები დეკანოძიემ პროკურატურას უკვე გადასცა.

ჩვენ შევამჩნიეთ, თუ როგორ ხორციელდებოდა ღია, აშკარა თვალთვალი პარლამენტარის, ანუ ჩემს მიმართ. მე ეს ინფორმაცია გადავუგზავნე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და საელჩოებს. კონტროლი და ფარული თვალთვალი ოპოზიციის აქტივისტების და ა. შ. არის რეპრესიული ინსტიტუტების გამოვლინება, სუსის, მათ შორის. ამიტომ დღეს, ჩვენ შეგვაქვს სარჩელი საქართველოს პროკურატურაში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად, დადასტურებლად ის ფაქტები, რომელიც ჩვენ გვაქვს, უნდა იყოს და გადაიქცეს გამოძიების საგანი. ეს საქმე იქნება ის საქმე, რომელიც იქნება მათ შორის ევროპულ სასამართლოში წაღებული“.- თქვა ხატია დეკანოიძემ.
 

აღნიშნულ საქმეზე დეკანოიძის ინტერესებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი დაიცავს.

 

მსგავსი სიახლეები