უკანონო თვალთვალი ოპოზიციის ლიდერზე - ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია
ხატია დეკანოიძის მიმართ უკანონო თვალთვალისა და მიყურადების ფაქტს ხელისუფლების წარმომადგენლები სიცრუეს უწოდებენ.
საპარლამენტო უმრავლასობის წევრის, გივი მიქანაძის თქმით, არავის ინტერესებში არ არის დეკანოიძის თვალთვალი.
მიქანაძე დეკანოიძეს ურჩევს, დამამტკიცებელი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.
ძალიან არასწორი წარმოდგენები აქვს ხატია დეკანოიძეს. თუკი მას რაიმე მამტკიცებელი საბუთები აქვს, შეუძლია რომ მიმართოს სამართალადმცავ უწყებებს და აუცილებლად შეისწავლიან. არავის ინტერესებში არ არის ხატია დეკანოიძის თვალთვალი და უკანონო ქმედებების ქმედებების განხორციელება მის მიმართ“- ამბობს გივი მიქანაძე.
გახარიას პარტიაში კი ღიად ამბობენ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერზე მიდის.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ირწუნება, რომ მასზე უკანონო თვალთვალი რეგიონებში, მოსახლეობასთან შეხვდრის დროს განხორცილდა.
დეკანოიძის განცხადებით მისი გადაადგილების მარშრუტს სუსის აგენტები აკვირდებოდნენ. იდენტიფციარებულია ავტომობილებიც, რომლითაც სუსი დეპუტატს უთვალთვალებდა.
მტკიცებულებები ხატია დეკანოძიემ პროკურატურას უკვე გადასცა.