იყო კომუნიკაციის, მენეჯმენტის პრობლემა - სტუდენტურ მოძრაობას აქციიის ორგანიზატორებთან კითხვები აქვს
სტუდენტური მოძრაობა, რომელიც ასპარეზზე 20 ივნისის აქციის შედეგად გამოჩნდა, აპირებს, საზოგადოებრივი მუხტის გასაძლიერებლად ინიციატივა გარკვეულწილად საკუთარ თავზე აიღოს.
სტუდენტები აპირებენ, აქტიურად ჩაებნენ საორგანიზაციო საქმიანობაში, შეხვდნენ საზოგადოებას და განუმარტონ დასავლური გზის საჭიროება და აუცილებლობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს მუხტი არ იყოს დაკარგული, გვაქვს ახლა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.
აქამდე თავს ვარიდებდით ღია კონფლიქტში შესვლას, თუმცა გადავწყვიტეთ, ყველაფერზე ღიად ვილაპარაკოთ.
იყო კომუნიკაციის პრობლემა, მენეჯმენტის პრობლემა, რაც ღიად დავაფიქსირეთ. ამაში შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზები იყოს.
ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, თუ ეს ვერ გააკეთა სხვამ, ამ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ავიღებთ, შევხვდებით ბევრ ადამიანს, ეს პროცესი უნდა გახდეს ბევრად ჰორიზონტალური, ინკლუზიური - აცხადებს სტუდენტური მოძრაობის წევრი, სერგი გიგანი.