ევროკავშირის საშინაო დავალების შესრულება - ოპოზიცია მესამე სექტორს ხვდება
პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი საკანონმდებლო ორგანოა - ამ წუთებში ყველა ოპოზოციური პარტია არასამთავროbo სექტორს ხვდება. განხილვის თემა ევროკავშირის 12 პუნქტიანი საშინაო დავალებაა. ხელისუფლების ოპონენტები მსჯელობენ, რა გზებით უნდა მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მოპოვება.
პარალელურად, პოლიტიკური პარტიები კონულტაციებში მონაწილეობას ქვეყნის პრეზიდენტსაც სთავაზობენ.
"ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლებას ბუტაფორიული პროცესის საშუალებას არ მისცემენ.
შეხვედრის მთავარი მიზანი არის გავცვალოთ მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორ გვესახება ამ 12 პუნქტის შესრულება. არ მივცემთ ხელისუფლებას შესაძლებლობას, რომ ბუტაფორიული პროცესით ან ყალბი ინფომრაციების გავრცელებით და შექმნით მან შეცდომაში შეიყვანოს ვინმე, - ამბობს ნაცვლიშვილი.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის თქმით, არის საკითხები, რომლის გადაწყვეტაც "ქართულ ოცნებას" დღესვე შეუძლია, თუმცა ამას არ აკეთებს.
მაგიდაზე დევს ძალიან ბევრი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც აი, ახლავე შეუძლიათ. პირველი, ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები, მეორე, ეს არის ის კანონები, რომელიც მათ შორის, ჯერ კიდევ მიშელის შეთანხმებით იყო განსაზღვრული, კანონმდებლობა, რომელიც ეხება ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას. ჩვენთვის აქვს მნიშვნელობა, რომ რეალურად დავინახოთდ ა ვკითხო და კონსულტაციები გავიაროთ არასამტავრობო სექტორთამ, როგორ ხედავენ ისინი მთელ ამ პროცესს, - ამბობს დეკანოიძე.
ოპოზიციის გეგმა ცნობილი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება.