ჩვენი ქვეყნიდან ჟურნალისტები გადიან, ხელისუფლება მედიას ყოველდღიურად შტურმს უწყობს - ვატო წერეთელი

05.07.22 17:49
ჩვენი ქვეყნიდან ჟურნალისტები გადიან, ხელისუფლება მედიას  ყოველდღიურად შტურმს უწყობს - ვატო წერეთელი

ხელისუფლება მედიას ყოველდღიურად შტურმს უწყობს, ჟურნალისტები ქვეყნიდან გარეთ გადიან - ამის შესახებ ,,ტვ პირველის" დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა, "დღის ამბებში" ისაუბრა.

მისი თქმით, ,,ოცნებამ" ავტორიტარიზმის კურსი აირჩია.

წინა კვირასაც ჩვენს 2 ჯგუფს მოუწყვეს თავდასხმა- ერთს თბილსში და მეორეს ბათუმში. ხელისუფლება არა მარტო ახალისებს ძალადობას, არამედ დღეს პირდაპირ მედიას უწევს, გადაირჩინოს თავი.

ჩვენ ვხედავთ, რომ მედიიდან ადამიანები ქვეყნის გარეთ გადიან. მირანდა, ჩვენი უმაგრესი ბავშვი, წავიდა ამ ქვეყნიდან, ვერ გაუძლო ამდენ სტრესს. გავარიდეთ ამ ქვეყანას, რადგან მისი უსაფრთხოება დაცული არ იყო. 

ვხედავთ, რომ მედიის დირექტორებიდან ერთს უწერენ, მეორეს უკვე ფიზიკურად უსწორდებიან ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, მესამეზე საქმეა აღძრული.

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს გზა აირჩია, რომ მედიას ყოველდღე შტურმს უწყობდეს. ეს როგორ ქვეყნებში ხდება, ძალიან კარგად იცით - ამბობს ვატო წერეთელი.

დღეს 5 ივლისის ტრაგიკული ამბებიდან ერთი წელი გავიდა.  

მსგავსი სიახლეები