ტოტალური კონტროლი - ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ფარულ მიყურადებაზე კიდევ ერთი პოლიტიკოსი საუბრობს
ხატია დეკანოიძეზე განხორციელებული თვალთვალი არ არის ერთადერთი შემთხვევა. სუს-ის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებულ ფაილებიდან ირკვევა, რომ ხელისუფლება უსმენდა და უთვალთვალებდა ყველას, ვინც ოდნავ მაინც იყო მათი ინტერესის ობიექტი.
ადამიანები, რომლებიც გახდნენ მსხვერპლები უკანონო თვალთვალისა და მიყურადებისა, ამბობენ, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე „ქართული ოცნება" და რომ არა მათი პოლიტიკური ნება, რომ აკონტროლონ ტოტალურად ყველა და ყველაფერი, ასეთი ჩანაწერებიც ვერ გაკეთდებოდა.
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი დავით ჭიჭინაძე, სუს-ის მხრიდან ამსზე განხორციელებულ უკანონო მომსენისა და თვალთვალის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ სასამართლოსთვის არ მიუმართავს, რადგან ობიექტურობის იმედი არ ჰქონდა.
„საჩივარი არ შემიტანია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სასამართლოში არც საჩივრის შეტანას აქვს აზრი და მეორე, ახლა მოგეხსენებათ, რომ ყველაფერზე უარს გადიან. ნორმალურ სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდეთ, ეს იმხელა სკანდალი იყო, რომელიც თქვენი ტელევიზიით (ტვ პირველი) მეშვეობით გავიდა, როდესაც ეს ფაილები ამოვიდა, უკვე ყველა თანამდებობის პირი გადაყენებული უნდა იყოს და საქმეც აღძრული უნდა იყოს, მაგრამ არავინ ამითი არ არის დაკავებული“. - ამბობს დავით ჭიჭინაძე.
თვალთალის სამიზნე ამჯერად ხატია დეკანოიძე გახდა.
ნაცინალური მოძრაობის ლიდერი ირწუნება რომ მასზე უკანონო თვალთვალი რეგიონებში, მოსახლეობასთან შეხვდრის დროს განხორცილდა.
დეპუტატის განცხადებით მისი გადაადგილების მარშრუტს სუსის აგენტები აკვირდებოდნენ.
იდენტიფციარებულია ავტომობილებიც, რომლითაც სუსი დეპუტატს უთვალთვალებდა.
მტკიცებულებები დეკანოძიემ პროკურატურას უკვე გადასცა.