მთავრობის პასუხისმგებლობაა 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგება - პრზიდენტის განცხადება

05.07.22 21:00
მთავრობის პასუხისმგებლობაა 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგება - პრზიდენტის განცხადება

5 ივლისის მოვლენები და დაუსჯელი მოძალადეები - საქართველოს პრეზიდეტი ალტ-ინფოსთან დაკავშირებით საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ  ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება.

ზურაბიშვილის შეფასებით, მსგავსი პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებების გაძლიერება ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მეტიც, ქვეყნის მთავარსარდალი აღნიშნავს, რომ ერთი წლის შემდეგ საზოგადოება ისევ ელოდება 5 ივლისი მოვლენების დამნაშავეთა დასჯას: 

"5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ. გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმებტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა. თუმცა, იგივე დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებიდან გამომდინარე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია საჭირო გახდეს.

ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პროროსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება.

ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია: კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება, ეს კი ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა. ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა მსგავსმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას!".- წერ სალომე ზურაბიშვილი. 

მსგავსი სიახლეები