მირანდა ბაღათურიას ქვეყნიდან წასვლა ჩვენი მარცხია - ნიკა გვარამია

05.07.22 22:35
 მირანდა ბაღათურიას ქვეყნიდან წასვლა ჩვენი მარცხია - ნიკა გვარამია

"მირანდა ბაღათურიას წასვლა ქვეყნიდან არის ჩვენი მარცხი. არ შეიძლება,  ის მიდიოდეს და ორკები რჩებოდნენ ქვეყანაში"- ასე აფასებს ნიკა გვარამია "ტვ პირველის" ერთ-ერთი გამორჩეული სახის გადაწყვეტილებას. 

დღეს გავიგე მირანდა ბაღათურიას წასვლის შესახებ. ფანტასტიური ახალგაზრდა ჟურნალისტი, ძალიან საყვარელი, კაფანდარა გოგო, რომელიც თვალებიდან არ ამომდის. ეს არის ჩვენი მარცხი. არ შეიძლება, მირანდა მიდიოდეს და ორკები რჩებოდნენ ქვეყანაში. ეს უკვე სახელმწიფოს მოსაგები ომია"- თქვა გვარამიამ.

მირანდა ბაღათურიამ, რომელმაც 5 ივლისს ლექო ლაშქარავასთან ერთად პუტინისტების ძალადობის მსხვერპლი გახდა, საქართველო დატოვა. 

მსგავსი სიახლეები