ტექნიკური მთავრობა განუხორციელებელი იდეაა - გვარამია

05.07.22 21:56
ტექნიკური მთავრობა განუხორციელებელი იდეაა - გვარამია

ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და სახალხო მოძრაობის ერთ-ერთ მოთხოვნას, რომელიც  ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას გულისხმობს, ნიკა გვარამია ციხიდან "რექაციისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ეხმიანება.

მისი აზრით, ტექნიკური მთავრობა განუხორციელებელი იდეაა. მედია მენეჯერის განცხადებით, მთავარი გზავნილი სანქციების მოთხოვნა უნდა იყოს.

ნიკა გვარმია იქვე ამბობს, რომ აქციების პარალელურად, ხელისუფლებასთან საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ ,,ოცნებამ" სახე შეინარჩუნოს. 

გულწრფელად გეტყვით, მგონია, რომ აქ ვცოდავთ. ზედმეტად კომფორტის ზონის შექმნა არ შეიძლება. კრიტიკული შეკითხვები ნებისმიერ ვითარებაში უნდა დავსვათ. მაგალითად, მე არ მიმაჩნია სწორად, გარდამავალი თუ ტექნიკური მთავრობა. ეს განუხრციელებელი იდეა მგონია და ამავდროულად, 12 პუნქტი, რომლის შესრულებაზეც ვსაუბრობთ, აქიდან პრაქტიკულად არცერთი არ არის მთავრობის შესასრულებელი. 

ისმის შეკითხვა - რას ემსახურება მათი ეს იდეა?! მე არ ვამბობ, რომ იდეა ცუდია, არასწორა. მარტივად მოწყვლადია. ყველაფერი, რაც უკავშორდება თანამდებობებს, სახელებსა და გვარებს, არის უაზრო ბიძინა ივანიშვილ პროპაგანის წინააღმდეგ და ხალხისთვისაც მოწყვლადია - სხვა განცდები ჩნდება. 

ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მარტივად და მკაფიოდ - შიგნით აქციით, გარეთ სანქციით! ოპოზიციისა და ენჯეოების დაუღალავი მუშაობით ჩვენ ვადამდელ არჩევნებს უნდა მივაღწიოთ.

რა თქმა უნდა, იმ სისტემით, რომელიც სწორია, იმ ცესკოთი, რომელიც მიუკერძოებელი იქნება, სასამართლოს იმ შემადგენლობებით, რომელიც ობიექტურ გადაწვეტილებებს მიიღებს და პროკურორის დეპოლიტიზაციით"- ამბობს გვარამია. 

მსგავსი სიახლეები