კობახიძე სკანდალურ თეორიას ავითარებს - დეკემბრამდე საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კანდიდატის სტატუსი გარანტირებულია
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს - ირაკლი კობახიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებელის" ეთერში ომის დაწყებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შორის კავშირზე გაამახვილა ყურადღება:
ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად, რომ დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლოს ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს"- თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ამ ფაქტორს ვერ შევცვლიდა და არ შეცვლის.
ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, მაგრამ ჩვენ ამაზე არცერთ შემთხვევაში არ წავალთ. მაგრამ რისი თქმა მინდა, იმ შემთხვევაში, თუ დეკემბრამდე ომი დასრულდება უკრაინაში, რა თქმა უნდა, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც, მათ შორის საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში"- აღნიშნა კობახიძემ.