გადაუვადდება თუ არა სასჯელი მიხეილ სააკაშვილს - ადვოკატი პროცესებზე ევროკავშირის იურისტების დასწრებას ითხოვს

06.07.22 11:29
გადაუვადდება თუ არა სასჯელი მიხეილ სააკაშვილს - ადვოკატი პროცესებზე ევროკავშირის იურისტების დასწრებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს, სავარუდოდ, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდებიან. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები პროცესებზე ევროკავშირის იურისტების დასწრებას ითხოვენ. საქმე  სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების განხილვის პროცესს ეხება.

სააკაშვილის ინტერესების დამცველი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისში ორი დღის წინ მივიდა, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა. შალვა ხაჭაპურიძემ პირდაპირ თქვა, რომ ევროკავშირმა მესამე პრეზიდენტი უსამართლო სასამართლოს წინაშე მარტო არ უნდა დატოვოს.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ევროსასამართლოს  მიერ სხვადასხვა დროს მიღებული 200 გადაწყვეტილება შეისწავლეს, რომლითაც დადგინდა, რომ პატიმარი პრეზიდენტი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. 

მე გუშინწინ მქონდა შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან. მე ვუთხარი მათ, რომ ჩვენ წარმოგიდგენთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და გარდა ამისა, სხვა მოპოვებულ მტკიცებულებას და თუ თქვენ ჩათვლით, რომ აქ რაიმე საეჭვოა ან რაღაცა არ შეესაბამება სტანდარტებს, ჩემი ფეხი აქ მეორეჯერ არარ იქნება-მეთქი. ჩათვალეთ, ჩვენ თავს განებებთ. და მეორე, მე გთხოვთ, ხელისუფლებას ელაპარაკეთ, გამოიყენეთ დიპლომატიური არხები, რომ მე, როგორ ადვოკატი და ამ შემთხვევაში, სააკაშვილი - პატიმარი, უზრუნველყავით სამართლიანი სასამართლოთი, ანუ მე ნუ შემიშვებთ ისეთ სიტუაციაში, სადაც მე შახმატს ვეთამაშები და მოსამართლე იქიდან ძიუდოთი მეჭიდავება. მაქვს ორი თხოვნა: პირველი, ჩამოიყვანეთ ან დამკვირვებელი ან ექსპერტი, ვინც გინდათ, რომელიც ამ პროცესებს დააკვირდება. ნუ დაგვტოვებთ მარტო აქ, ნუ მიგვატოვებთ, ეს ერთი და მეორე, უზრუნველყავით მაგათი მთავარი, პირდაპირი მიმართულებაა ევროკავშირის საელჩოს აქ, რომ უზრუნველყავით სამართლიანი სასამართლო, დარბაზში რომ შევალ, დამხვდეს მოსამართლე და არა ქილერი ვინმე, - ამბობს ადვოკატი. 

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც კონკრეტულად მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელი გადავადებასთან დაკავშირებით მუშაობს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებს 23 კითხვას გადაუგზავნის და კითხვებზე პასუხს კვირის ბოლომდე დაელოდება. სწორედ პასუხების მიღების შემდეგ ადვოკატი სასამართლოში შუამდგომლობას დააყენებს. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს,  გაუღებს თუა არა ციხისა და ქვეყნის საზღვრების კარს მიხეილ სააკაშვილს. 

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, თუ მოსამართლე სასჯელის გადავადებას უარს იტყვის, ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი იქნება სიკვდილის განაჩენი. 

ქართულ სასამართლოს მოუწევს სერიოული გამოცდის ჩაბარება. ეს არ იქნება იოლი გასეირნება. მე დარწმუნებული ვარ, მოსამართლე, რომელიც ამ საქმეს განიხილავს, დადგება რთული დილემის წინაშე. მას გაუჭირდება, უარი თქვას სასჯელის გადავადებაზე. ვთქვათ, არ გადაუვადა სასამართლომ ეს სასჯელი და უნდა დაველოდოთ 2025 წლის 1 ოქტომბერს, მაშინ კითხვას ვსვამთ, ამ პერიოდისთვის გაუარესდება თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხომ არ დამთავრდება მისი სიცოცხლე ლეტალურად.

თუ შენ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ აუმჯობესებ, ე.ი. პრეტენზია იმაზე, რომ ამას უმკურნალებ, გამორიცხულია. 23 კითხვაა აქ, ჩემს მიერ შედგენილი. ერთ-ერთი ასეთი არის ორგანოლეპტიკურად, ანუ ვიზუალურად, სუნით, ხელით, კონტაქტით, მკვდრის სუნი რატომ ასდის პატიმარს და რატომ აქვს ხელებზე და კანზე მკვდრის ფერი? ხელები რატომ არის დამჭკნარი, კუნთები გალეული, რატომ არის პიგმენტები და ლაქები სახეზე? დადგინდეს ამის გამომწვევი მიზეზი. 
შევისწავლეთ 200 საქმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და აქედან ალბათ, დაახლოებით 20 დავურთავთ ჩვენ სააკაშვილის შუამდგომლობას. თუ ამ ყველაფერზე მოსამართლე იტყვის უარს და იტყვის, რომ სააკაშვილის არ გადაევადოს სასჯელის მოხდა, ეს ნიშნავს, რომ მის მიმართ გამოტანილი იქნა სიკვდილის განაჩენი, -
ამბობს ხაჭაპურიძე. 
 


 

მსგავსი სიახლეები