ეს არის ომის პროპაგანდა, რომელიც ისჯება - გოცირიძე კობახიძის სკანდალურ განცხადებაზე

06.07.22 11:26
ეს არის ომის პროპაგანდა, რომელიც ისჯება - გოცირიძე კობახიძის სკანდალურ განცხადებაზე

დეკემბრამდე საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კანდიდატის სტატუსი გარანტირებულია - ირაკლი კობახიძის ამ სკანდალურ განცხადებას ოპოზიცია ეხმიანება.

რომან გოცირიძის თქმით, კობახიძის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ომის პროპაგანდა, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება.

დეპუტატი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ სულელურ და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს.

„ეს არის ომის პროპაგანდა, რომელიც ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით და პარტია, რომელიც ეწევა ომის პროპაგანდას, ალტ-ინფოსავით, უნდა იყოს დახურული. ისევ ეს პარტია განმარტავდა, რომ თურმე ევროპას უნდა, რომ ივანიშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში, გახდეს პრემიერ- მინისტრი, დაიწყოს ომი და როგორც კი ომს დაიწყებს, მის 500 მილიონს ჩაუდებენ ჯიბეში. აი ესეთ სულელურ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. ამიტომ, ეს არის ივანიშვილის სიტყვები, ამიტომ სანამ ივანიშვილს არ დაადებენ სანქციას, მანამდე ეს კაცი არ მოისვენებს. გვაჩვენონ, რომ მათ აქვთ სურვილი. იმ 12 სკამიდან ერთი სკამი მაინც მოგვიტანონ და დაგვიდგან, მაგალითად საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ მართლა გააჩნიათ და არ ბლეფობენ. ამიტომ არავინ წამოეგება ხელმეორედ მათ ანკესზე, ჩვენი გეგმით ვივლით“. - ამბობს გოცირიძე.
 

მსგავსი სიახლეები