სანამ მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში, მანამდე ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემები გვექნება - იაგო ხვიჩია
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, მიიჩნევს, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის, ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემები ექნება. ოპოზიცონერი პოლიტიკოსი "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტის თავისუფლებით ღიად ივაჭრონ.
მინდა, ვივაჭრო მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადასაყვანად, იქიდან გამომდინარე, რომ მე მიმაჩნია, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში, მანამდე ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემები გვექნება.
მინდა, რომ ეს საკითხი მოვიშოროთ და ისე მივიდეთ ევროპელებთან, რომ ვუთხრათ, რომ ჩვენ აი, ნახეთ, დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯები გადავდგით და ახლა მიგვიღეთ. ამ მიზნის მისაღწევად, ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობამ“ ღიად უნდა ივაჭროს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებით და ისინი სხვას აბრალებენ „ქართულ ოცნებასთან“ შეკრულობას თუ ითხოვ მიხეილ სააკაშილის სამკურნალოდ გადაყვანას და თვითონ, ჩემი აზრით, რაღაცნაირად ცალყბად ითხოვენ, - ამბობს ხვიჩია.