კობახიძის სკანდალური განცხადება - მმართველი გუნდი პარტიის თავმჯდომარის გამართლებას ცდილობს
ირაკლი კობახიძის სკანდალური განცხადების შემდეგ მმართველი გუნდი პარტიის თავმჯდომარის გამართლებას ცდილობს.
გურამ მაჭარაშვილი მაკრონის სიტყვებს იშველიებს და ამბობს, რომ რადგან უკრაინას ომის გამო მიენიჭა სტატუსი, სწორედ ამას უკავშირდებოდა კობახიძის განცხადებაც.
"როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ირაკლი კობახიძე რატომ ცდილობს, რომ კანდიდატის სტატუსი ომს დაუკავშიროს, მანამდე უნდა წაიკითხოთ მაკრონის სიტყვები. როდესაც მან ისაუბრა, რომ სამივე ქვეყანა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა პრაქტიკულად უკვე არიან ევროპული ოჯახის წევრები, თუმცა რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, პერსპექტივა აქვს სამივეს და სწორედ იმიტომ, რომ უკრაინაში ომია, მხოლოდ ამიტომ ვანიჭებთ კანდიდატის სტატუსს. თუ თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ გაქვთ კითხვა, ჯერ ალბათ ევროპის ლიდერებს უნდა ჰკითხოთ და მერე ირაკლი კობახიძეს".- ამბობს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ დეკემბრამდე საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კანდიდატის სტატუსი გარანტირებულია.