მილიონერი დეპუტატის მონოპოლია - როგორ მუშაობს "ოცნების" დეპუტატის კორუფციული სქემა რეგიონებში
"ქართული ოცნების" დეპუტატის სავარაუდო კორუფციული სქემა რეგიონებში - გოჩა ენუქიძე ორგანიზებული საწვავით რაჭა -ლეჩხუმის და სვანეთის მუნიციპალიტეტებს ამარაგებს. სქემა ასეთია - მას ქვეყნის ბიუჯეტიდან ფული გამარტივებული ხელშეკრულებით ყოველგვარი კონკურსის გარეშე მიაქვს.
არსებობს დოკუმენტების მთელი დასტა, როგორ უფორმებენ მოულოდნელად, გადაუდებელი აუცილებლობით ხელშეკრულებებს ენუქიძის „იბერ-კომპანის“.
ბოლო 6 თვეში 400 ათასი ლარი და ისიც ბიუჯეტიდან - ასეთია გოჩა ენუქიძის შედეგები.
კორუფციის მკვლევარებმა ივანიშვილის პარტიის წევრის კომპანიების საქმიანობა შეისწავლეს.
მათი თქმით, გოჩა ენუქიძის საქმე ხალხის ხარჯზე ფულის კეთებაა.
კორუფციის მკვლევარები იმასაც ამბობენ, რომ საკუთარ საარჩევნო კამპანიას ენუქიძე ბიუჯეტიდან აღებული ფულით აფინანსებს.
201 000 ლარი მისცეს ასე პირდაპირ ბიუჯეტიდან ყოველგვარი ტენდერის გარეშე. ამ ხელშეკრულებებს ხელს აწერს, როგორც ლენტეხის მერი, ისე ცაგერის მერი, ყოფილი ფეხბურთელი ნემსაძე. ეს ადამიანები ბიუჯეტიდან აფინანსებენ მათ მაჟორიტარს. ეს არის პოლიტიკური კორუფცია. ენუქიძე მის სამაჟორიტაროში შოულობს ფულს. ასევე, მისი კომპანიიდან საწვავს ყიდულობს საოლქო საარჩევნო კომისიები.
ეს ადამიანი ბიუჯეტიდან აღებული ფულით და იმ ფულით აღებული მოგებით აფინანსებს საკუთარ საარჩევნო კამპანიას. ფაქტიურად, ეს ადამიანი ფულს არაფერში არ ხარჯავს“. - ამბობს კორუფციის მკვლევარი.