ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთში - საკრებულოს სხდომა დეპუტატების ჩხუბით გაიხსნა

06.07.22 13:15
ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთში - საკრებულოს სხდომა დეპუტატების ჩხუბით გაიხსნა

ხმაური და დაპირისპირებაა ოზურგეთის საკრებულოში - თვითმმართველობის ორგანოში უსაფრთხოების სამსახური იყო  მობილიზებული.

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა დეპუტატების ჩხუბით  გაიხსნა და დასრულდა- ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდა.

ოპოზიცია განმარტებას 29 ივნისს განხორციელებულ იმ თავდასხმების სერიაზე ითხოვდა, რომლიც ხელისუფლებამ  დააორგანიზა.

საკრებულოს ენმ-ს წევრების განმარტებით, ოზურგეთში ხალხთან შეხვდრის დროს თავს მათი პარტიის ლიდერებს ,,ქართული ოცნების" აქტივისტები და მათ შორის, ოზურგეთის საკრებულოს წევრები დაესხნენ.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რაც მოხდა ეკლესიის მიმდებარე სკვერში, როცა ჩვენ ვხვდებოდით მოსახლეობას და ევროპულ მომავალზე ვესაუბრებოდით. ეს ვერ აიტანეს ბორენკა ივანიშვილის რუსული პარტიის წარმომადგენლებმა და გამოგვიგზავნეს საკრებულოს წევრები და აიძულეს მათ, ისე მოქცეულიყვნენ, როგორც უკანასკნელი ტიტუშკები - აცხადებს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-ს პარტიიდან.

ხმაურისა და დაპირისპირების გამო საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. 

მსგავსი სიახლეები