ეს სასამართლო ყოველთვის არის ოროსანი - ბექა ბასილაია სააკაშვილის საქმეზე
ადვოკატი ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საერთაშორისო და ქართველი ხალხის ზეწოლის გარეშე მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველი დღევანდენლ სასამართლოს ოროსანს უწოდებს.
ეს სასამართლო ყოველთვის არის ოროსანი. აქ ჩვენ არ შეიძლება, გვქონდეს მოლოდინი, რომ იცით, რა? დღეს სასამართლო იქნება ობიექტური. არა. ეს არის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული , საერთაშორისო წნეხზე დამოკიდებული და ამავდროულად, ქართული საზოგადოების მოთხოვნაზე დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ქართული საზოაგდოებისთვის, ქართული სახლმწიფოსთვის და ქართველი ხალხისთვის არის ძალიან ცუდი მესამე პრეზიდენტის ტყვეობაში ყოფნა, - თქვა ბასიალაიამ.
შეგახსენებთ, რომ ბექა ბასილაია მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად კლინიკა "ვივა მედში" ცოტა ხნის წინ მივიდა.