მონაწილეობას მივიღებთ პროცესში- გახარიას პარტია ,,ოცნების" მიერ დაანონსებული კომისიების მუშაობაში ჩაერთვება

06.07.22 13:36
მონაწილეობას მივიღებთ  პროცესში- გახარიას პარტია ,,ოცნების" მიერ დაანონსებული კომისიების მუშაობაში ჩაერთვება

გიორგი გახარიას პარტია ,,ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული კომისიების მუშაობას შეუერთდება. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, განაცხადა. 

გახარიას თანაგუნდელის განმარტებით, ,,ოცნების" კომისიებში მონაწილეობა მათ პარტიას მისცემს მცირედ შესაძლებლობას, ქუჩაში გამოსული ათა ათასობით ადამიანის მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

დასაკარგი დრო არ გვაქვს, უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ კომპრომისზე წასვლა შეგვიძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე უცნობია ,,ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული ფორმატების ფარგლები, არ არის ნათელი მათი რეალური მიზნები, მონაწილეობას მივიღებთ პროცესში, რათა გამოვიყენოთ თუნდაც მცირედი შესაძლებლობა, ქუჩაში გამოსული ჩვენი ქვეყნის ათი ათასობით მოქალაქის მიზნის მისაღწევად. 

ამავდროულად, ხელისუფლებას არ მივცემთ შესაძლებლობას, ეს ფორმატები მხოლოდ ფორმალურად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენოს. 

ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, მონაწილეობა მივიღოთ პროცესში, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს იგი ინიცირებული, რაც დეოლიგარქიზაციამდე და უკანონოდ კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟამდე მიგვიყვანს- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები