სპეკულაციაა, რომ ომის პროპაგანდას ვეწევი - კობახიძე თავის მართლების რეჟიმშია
კობახიძე თავის მართლების რეჟიმშია - "ოცნების" ლიდერის თქმით, სპეკულაციაა, რომ ის ომის პროპაგანდას ეწევა.
თუმცა, ირაკლი კობახიძე ისევ იგივე რიტორიკას იმეორებს და ამბობს, რომ ჩვენ რომ სამხედრო კონფლიქტში, ომში ჩავერთოთ, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი გარანტირებული გვაქვს.
„ეს არის სპეკულაცია, რომ თითქოს ომის პროპაგანდას ვეწევი. ეს არ იყო ნათქვამი და არც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ომის და კანდიდატის სტატუსის კავშირი პირდაპირ იქნა აქცენტირებული ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. მათ პირდაპირ თქვეს, რომ უკრაინას ომის გამო მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. სწორედ ომის გამო შესთავაზეს მას განაცხადის შეტანა და ომის გამო მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რაც ჩემი განცხადება არაა, ეს არის ევროკავშირის ლიდერების განცხადება. სწორედ ამის გამო შეგვიძლია გამოვიტანოთ ძალიან ლოგიკური დასკვნა - საქართველო რომ ყოფილიყო ან ხვალ რომ აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში, როგორც უკრაინა, ამ შემთხვევაში ჩვენ გარანტირებული გვაქვს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამის გარეშე მოვახერხებთ დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენ რომ ჩავერთოთ სამხედრო კონფლიქტში, ამ შემთხვევაში გვაქვს გარანტირებული კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, ეს არის მარტივი ლოგიკა“. - ამბობს კობახიძე.