ეს არის რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილი კრემლიდან - წიკლაური კობახიძის განცხადებაზე
„ევროპას ომი უნდა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიგვიღებენ ევროკავშირში – ეს არის რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილი კრემლიდან“ - ასე ეხმაურება კობახიძის სკანდალურ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ წიკლაური.
წიკლაურის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აგრძელებს, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
„მმართველი გუნდის თავმჯდომარის გუშინდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე მთავარი წინააღმდეგობა დღეს არის ოლიგარქი ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ძალა. ევროპას ომი უნდა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიგვიღებენ ევროკავშირში – ეს არის რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილი კრემლიდან. გეგმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა, შეუსრულებელია, მხოლოდ და მხოლოდ პროცესის გაწელვის მცდელობაა. "– განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ დეკემბრამდე საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კანდიდატის სტატუსი გარანტირებულია.