მიხეილ სააკაშვილის 80 გვერდიანი ექსპერტიზის დასკვნა მზადაა - რა რეკომენდაციას გასცემენ ექიმები
მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა მზად არის - ექიმებმა სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციაზე მუშაობა ფაქტობრივად, დაასრულეს. ცენტრ "ემპათიას" დასკვნას რამდენიმე დღეში ადვოკატები სამართლოში შეიტანენ.
ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, ამბობს, რომ 80 გვერდიანი დასკვნის პირდაპირი რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება იქნება.
დასკვნის ძირითადი ნაწილები ამჟამად ჯერდება ექსპერტებთან, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მუშაობა. რა თქმა უნდა, კიდევ დასჭირდება დრო ადვოკატების მიერ მოწოდებულ შეკითხვებზე პასუხების გაცემას. ჩვენ მივმართეთ სასამართლოსაც, სადაც ვითხოვდით, რომ არ მიეღო მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილს პროცესში, ვინაიდან ნებისმიერი სტრესული სიტუაცია ახლა, გამოიწვევს პროგრესირებას იმ მძიმე დაავადებების, რომელიც მას გააჩნია. მძიმეა ის დიაგნოზები, რომელიც მას გააჩნია და ეს გამოიწვევს ადამიანის უნარების შეზღუდვას და საბოლოოდ, ეს არის ძალიან მძიმე სათქმელი, ლეტალურ გამოსავალსაც, - თქვა ჯიშკარიანმა.