იაგო ხვიჩია ამომრჩევლის მოზიდვას ,,ნაცმოძრაობის" კრიტიკით ცდილობს - გიორგი ბოტკოველი
ერთ საათში გაირკვევა, შეხვდება თუ არა ,,გირჩის" ლიდერს, იაგო ხვიჩიას, მიხეილ სააკაშვილი? ეს დრო დასჭირდება მესამე პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას, რათა მისი შვილის პასუხი გაარკვიოს და გაასაჯაროვოს.
,,გირჩის" ლიდერი აპირებს, შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და ,,ნაცმოძრაობაში" არსებულ პრობლემებზე ესაუბროს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იაგო ხვიჩია ამ ყველაფერს ცნობადობის ასამაღლებლად აკეთებს.
ნებისმიერ პატარა პარტია ცდილობს, ამომრჩეველი მოიზიდოს. ამ შემთხვევაში, ის ცდილობს, გამოსავალი ნახოს არა ხელისუფლების, არამედ ,,ნაცმოძრაობის" კრიტიკით. ეს კრიტიკა უცხო არ არის, მაგრამ უმჯობესია, ყველა ვკონცენტრირდეთ მთავარ კრიტიკის ობიექტზე-ბიძინა ივანიშვილსა და ,,ქართულ ოცნებაზე".- აცხადებს გიორგი ბოტკოველი.
სანამ სააკაშვილი ციხეში ზის, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პრობლემა გვექნება- აცხადებს ,,გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია. ის ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას ერთი მიზანი აქვს - მას ინფორმაცია ,,ნაციონალურ მოძრაობის" ქმდებებზე უნდა მიაწოდოს, რომლიც, მისი თქმით, სააკაშვილის გასათავისუფლებლად არაფერს აკეთებს.