,,ანტიკორუფციული მოძრაობა" უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ მოწმედ ნიკა გვარამიას გამოკითხვას ითხოვს

06.07.22 15:57
,,ანტიკორუფციული მოძრაობა" უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ მოწმედ ნიკა გვარამიას გამოკითხვას ითხოვს

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ - ოლიგარქის ახლო ნათესავი ,,ანტიკორუფციულ მოძრაობას" მორალური ზიანისა და რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივის.

სასარჩელო მოთხოვნაში უჩა მამაცაშვილი წერს, რომ ორგანიზაციის მიერ გასაჯაროვებულმა ქოლ ცენტრების სკანდალმა მას სულიერი  და ფსიქოლოგიურ  ტკივილი მიაყენა, ამიტომ  ზიანის ანაზღაურებისთვის 150 ათას ლარს ითხოვს.

დღეს ანტიკორუფციულმა მოძრაობამ პროცესზე ,,მთავარი არხის" დამფუძნებლის გამოკითხვა მოწმის სტატით მოითხოვა.

სასამართლოში ვიბარებთ ივანიშვილის პირად პოლიტპატიმარს, ნიკა გვარამიას, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საერთაშორისო ტრანსნაციონალურ დანაშაულში სავარაუდოდ უცა მამაცაშვილის მონაწილეობის შესახებ. 

ყველა იმ პირს, რომელიც ოლიგარქიული კლანის გვერდით დგას, მალე დაედება საერთაშორისო სანქციები, თუმცა, ჩქარობს ბატონი უჩა მამაცაშვილი. მას სურს, რომ ანტიკორუფციულ მოძრაობას და მის წევრებს ადგილობრივ დონეზე ქართული მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციის გზით გამოიყენოს და დაადოს სანქციები - აცხადებენ ანტიკორუფციულ მოძრაობაში.

უცა მამაცაშვილის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი, აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქოლ ცენტრებთან შემხებლობა არ გააჩნია.   

მსგავსი სიახლეები