ამ ქალაქებს იმიტომ კი არ ვაშენებდით, რუსებს ეყიდათ ბინები და ქართველები მარწყვის საკრეფად წასულიყვნენ - მიხეილ სააკაშვილი
ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გვჭირდება - პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გზავნილი კლინიკა ,,ვივა მედიდან".
ქვეყნის აღმშენებლობა იმიტომ კი არ მიდიოდა, რომ ქართველები სამუშაოდ უცხო ქვეყნებში წასულიყვნენ - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
როდესაც სიღნაღს, ბათუმს ვაშენებდით და ლაზიკას ვგეგმავდით, გვინდოდა, ყველაფერი გაგვეკეთებინა ისე, როგორც ევროპაში და უკეთესად. მომეწონა ნიცაში რაღაც და გადმოვიღეთ ბათუმში უკეთესად, ვალენსიის კოშკის ზუსტი ასლი გავაკეთეთ.
ამ ქალაქებს იმიტომ კი არ ვაშენებდით, რომ რუსებს ეყიდათ ბინები და ქართველები მარწყვის საკრეფად წასულიყვნენ გერმანიაში. ჩვენ ვჩქარობდით, ვმუშაობდით დღეც და ღამეც. ჩვენ არც ზარმაცი და არც ჩამორჩენილი ერი არ ვართ.
ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გვჭირდება! - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკგვერდზე.