„ნაცმოძრაობაზე მეტი რუსი საქართველოში არავინაა“ - კობახიძე ალტ-ინფოს იცავს
ირაკლი კობახიძე ალტ-ინფოს იცავს და ამბობს, რომ ნაცმოძრაობაზე მეტი რუსი საქართველოში არავინაა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პრორუსულ, ჰომოფობიურ და ძალადობრივ "ალტ ინფოსა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მეტობის ნიშანს ენმ-ს სასარგებლოდ სვამს.
როდესაც საქმე ეხება მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ძალადობენ წლების მანძილზე ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გვახსენდება ჩვენ "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც 9 წლის განმავლობაში ძალადობდა ხალხზე ბიზნესის რეკეტის ფორმით, პატიმრების გაუპატიურებისა და წამების ფორმით და რომელიც საზოგადოებაზე ძალადობას აგრძელებს ახლაც ოპოზიციის რიგებიდან. ეს არის ძალადობა, რასაც ისინი მუდმივად ცდილობენ. მეტობის ნიშანს ვსვამ ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, არავითარი ტოლობის ნიშანი. ნაცმოძრაობაზე მეტი რუსი არავინ არ არის საქართველოში იმიტომ, რომ 20% რუსეთს ჩააბარა არა ალტ ინფომ, არამედ ნაცმოძრაობამ და სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა არა ალტ ინფომ, არამედ ნაცმოძრაობამ“. - ამბობს კობახიძე.