ვინც შუღლს აღვივებს, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები - კალაძე

06.07.22 16:01
ვინც შუღლს აღვივებს, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები - კალაძე

ირაკლი კობახიძის მსგავსად, "ნაციონალური მოძრაობა" პრორუსულ პარტიად მოიხსენია კახა კალაძემაც. თუმცა მან დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ენმ-ს პრორუსულ პარტიად მიიჩნევს, თუ საუბარი იქნება რომელიმე პარტიის აკრძალვაზე კანონის შესაბამისად, ეს აკრძალვა უნდა შეეხოს ყველას და ამთ შორის ალტ-ინფოსაც.

არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს. თუ მათი ქმედებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება კანონს, ასეთი შეიძლება იყოს ნაციონალური მოძრაობაც, რა თქმა უნდა, უნდა განიხილებოდეს აკრძალვა, კანონის ფარგლებში ეს ყველაფერი. 
ვინც შუღლს აღვივებს, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები, ეს არის ჩემი პასუხი“. - ამბობს კალაძე.

 

მსგავსი სიახლეები