განვიხილავთ ადამიანების დასანქცირებას საქართველოდან და ბელარუსიდან - მაკფოლის სკანდალური განცხადება
ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ დასავლეთმა სანქციების დაწესებაზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას საერთაშორისო სანქციების ჯგუფის შეფი ადასტურებს. სკანდალური განცხადება მაიკლ მაკფოლმა დღეს გააკეთა.
რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი, ახლა იმ მისიას ხელმძღვანელობს, რომელიც სანქციების პუტინის ომის მხარდამჭერებს უწესებს. მაკფოლის თქმით, რუსი პოლიტიკოსებისთვის და ოლიგარქებისთვის სანქციების დაწსების შემდეგ რიგში საქართველოს და ბელორუსის მოქალაქეებიც არიან.
ჩვენ ვადგენთ დასასანქცირებელი პიროვნებების სიებს. სამუშოა დოკუემნტი N 3 ადგენს კრიტერიუმებს, როგორ გავაფართოვოთ სანქცირებული პიროვნებების სია, რომელიც ათასებს აღწევს რუსეთის შიგნით. ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელორუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელორუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ მისი შედეგები, - განაცხადა გავლენიანმა დიპლომატმა.