რაც ახლა ხდება, არის პროცესის სიმულაცია - "ენმ" პაპუაშვილთან შეხვედრაზე მისვლას არ აპირებს

07.07.22 11:06
რაც ახლა ხდება, არის პროცესის სიმულაცია - "ენმ" პაპუაშვილთან შეხვედრაზე მისვლას არ აპირებს

ევროკავშირში გაწევრიანების სამუშაო ჯგუფში შალვა პაპუაშვილი პირველ შეხვედრაზე ოპოზიცის ლიდერებს ელოდება.

საპარლამენტო პოლიტიკური ძალების ნაწილი ამბობს რომ ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ დაანონსა, რომ მთავარი მოთხვნების შესრულებას არ აპირებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ შეხვედრაზე მისვლას არ აპირებენ, რადგან ეს სწორად არ მიაჩნიათ.

ის, რაც ახლა ხდება არის პროცესის სიმულაცია. ამ პროცესში მონაწილეობის მიღება არ მიგვაჩნია სწორად, თუმცა ნებისმიერი საკითხი, რემელიც იქნება გონივრული, რომელსაც გამოიტანენ პარლამენტში, რომელიც მოემსახურება იმ მთავარ ინტერესს რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული კავშირის კანდიდატობის წევრი, ამ ყვეაფერში მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები“. - ამბობს წიკლაური.

რამდენიმე საათში გადაწყდება დასხდებიან თუ არა ერთ სამუშაო ჯგუფში ოპოზიცია და „ქართული ოცნება“.
 

მსგავსი სიახლეები