რა უნდა ვესაუბრო პაპუაშვილს, რომელსაც გუნდში სამხარაძე და რიჟვაძე ჰყავს - ჩიხლაძე

07.07.22 11:21
რა უნდა ვესაუბრო პაპუაშვილს, რომელსაც გუნდში სამხარაძე და რიჟვაძე ჰყავს - ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებელი“ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მისვლას არ აპირებს, ამის შესახებ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, არ აპირებენ იმ წევრებთან საუბარს, რომელსაც გუნდში სამხარაძე და რიჟვაძე ჰყავთ.

სტრატეგია აღმაშენებელი“ არ იღებს მონაწილეობას შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაში კონკრეტული მიზეზების გამო. შალვა პაპუაშვილი არ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი, რაზე უნდა ვესაუბრო, დეპოლარიზაციის საკითხებზე უნდა ვესაბრო გუნდს და გუნდის წარმომადგენელს, რომელსაც სამხარაძე და რიჟვაძე ჰყავს გუნდში? ამიტომ ეს არის ფასადური, ფუჭი მოქმედება. არანაირი ნდობა არ არის. ხომ არ შეიძლბა ადამიანი რომ 100ჯერ რომ ფუნაში ჩაკრავს ფეხს, 101-ჯერ დაინახოს და ისევ ჩაკრას“. - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

ევროკავშირში გაწევრიანების სამუშაო ჯგუფში შალვა პაპუაშვილი პირველ შეხვედრაზე ოპოზიცის ლიდერებს ელოდება.

რამდენიმე საათში გადაწყდება დასხდებიან თუ არა ერთ სამუშაო ჯგუფში ოპოზიცია და „ქართული ოცნება“.

მსგავსი სიახლეები