"ლელო" "ქართული ოცნების" ზონდერ ჯგუფებს და პარტაქტივს გენერალურ პროკურატურაში უჩივის

07.07.22 12:21
"ლელო" "ქართული ოცნების" ზონდერ ჯგუფებს და პარტაქტივს გენერალურ პროკურატურაში უჩივის

„ლელო“ „ქართული ოცნების“ ზონდერ ჯგუფებს და პარტაქტივს გენერალურ პროკურატურაში უჩივის. საგამოძიებო უწყებაში სარჩელი უკვე შევიდა.

საქმე ყვარელში ლელოს გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის და პარტიის სხვა ლიდერებისთვის პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს ეხება. 

მომხდარ ინციდენტზე ლელო გამოძიების დაწყებას მოითხოვს. 

ლევან სამუშიას თქმით, მალხაზ ბეროშვილი , ბერდია გეზალიშვილი, მელუ დათიაშვილი არიან ის პირები, რომლებმაც მათი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. 

სამივე მათგანი ყვარელის საჯარო მოხელეები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.

მე და ბატონი ბადრი ჯაფარიძე ვიმყოფებოდით შეხვედრაზე ყვარელში, რა დროსაც ხელისუფლებამ დაგვახვედრა ე.წ. ტიტუშკები, რომლებმაც არ მოგვცეს შესაძლებლობა განგვეხორციელებინა ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა და ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. ველოდებით გამოძიების დაწყებას და ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემას“. - ამბობს სამუშია.

„ლელო“ ასევე მოითხოვს, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს იმ სამართალდამცველების მიმართაც, რომლებმაც, მათი თქმით, არ სცადეს, რომ სიტუაცია გაენეიტრალებინათ და პირიქით, ხელი შეუწყვეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ ხელი შეეშალათ ლელოს საინფორმაციო კამპანიისთვის. 
 

მსგავსი სიახლეები