დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს - ევროპარლამენტარი
"დროა, საქართველოს მთავრობა საქმეს შეუდგეს" - ქართულმა ოცნებამ დასავლეთისგან კიდევ ერთი გზავნილი მიიღო.
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ტვიტერის გვერდზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას ასაჯაროვებს, სადაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზეა საუბარი.
ევროკავშირის გზავნილი ნათელია. ახლა დროა, რომ საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს“. - წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.
შარლ მიშელმა გუშინ ევროპარლამენტში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამართული დებატებისას განაცხადა, რომ მზად არიან საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე მოახდენს რეაგირებას.