გომელაური, ლილუაშვილი, კობიძე - ხოშტარია დასავლეთს დასასანქცირებელი ძალოვნების სიას უგზავნის

07.07.22 13:05
გომელაური, ლილუაშვილი, კობიძე - ხოშტარია დასავლეთს დასასანქცირებელი ძალოვნების სიას უგზავნის

ვინ აღმოჩნდება ბიძინა ივანიშვილთან ერთად დასავლური სანქციების სიაში - „დროას“ ლიდერი ივანიშვილის გარემოცვის კიდევ სამი მაღლაჩინოსნის დოსიეს დასავლეთში აგზავნის.

საუბარია გრიგოლ ლილუაშვილზე, ვახტანგ გომელურსა და კობა კობიძეზე. ხოშტარიას თქმით, სამივე მათგანი ივანიშვილს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩნებაში ეხმარება. 

"ჩვენ მივაწვდით პარტნიორებს ინფორმაციას გრიგოლ ლილუაშვილის, სუს-ის ხელმძღვანელის შესახებ, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გარემოცვიდან, ქართუს სისტემიდან, როგორც ბევრი ამ მთავრობაში მყოფი ადამიანი, ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ივანიშვილის ბიზნეს საქმეებში და ის უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს, დღეს არის არა ქვეყნის, არამედ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც გარდა შანტაჟისა, პოლიტიკური დევნისა და ა.შ გვაქვს ინფორმაცია, რომ ფიგურირებდა სანქცირებული ტვირთით შემოსული გემის საქმეშიც, რაც აუცილებლად საჭიროებს შესწავლას და დამატებით დაზუსტებას". - თქვა ხოშტარიამ.

ხოშტარიამ ასევე ისაუბრა კობა კობიძეზე, პირზე, რომელიც ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის უფროსია. სწორედ ამ ადამიანის სამსახური დგას ათი-ათაოსობით მოქალაქის უკანონო მოსმენის უკან.

"ასევე სუსიდან გამოვყავით კობა კობიძე, ეს არის უშუალოდ ადამიანი, რომელიც უშუალოდ არის ჩართული მიყურადებაში, შანტაჟში და ა.შ. ჩვენ ვსწავლობთ არა უბრალოდ იმ ხალხს, ვინც წინა პლანზეა, არამედ იმათაც ვინც უკანა პლანიდან იმალება და ასრულებს ამ ოლიგარქიული სისტემის დაცვის ფუნქციას, ამიტომ კობა კობიძეზე იქნება შეგროვებული და გადაცემული ინფორმაცია და ვახტანგ გომელაური, ასევე პირადი გარემოცვა ბიძინა ივანიშვილის, მისი პირადი მცველი, რომელიც დაინიშნა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად, რომელიც ნაცვლად იმისა, ემსახურებოდეს ქვეყანას, ემსახურება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს", - თქვა ხოშტარიამ ბრიფინგზე. 

მსგავსი სიახლეები