"სანქციებზე საუბარი ჰიპოთეზაა" - ივანიშვილის ადვოკატი

07.07.22 13:20
"სანქციებზე საუბარი ჰიპოთეზაა" - ივანიშვილის ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ოლიგარქისთვის  შესაძლო სანქციების დაწესებას ჰიპოთეტურს უწოდებს და ამბობს, რომ ჰიპოთეტურ მომავალზე საუბარი ფუჭია. ამის შესახებ ინტერესბეი დამცველმა "პირველებთან" საუბარში განაცხადა.

ამასთან, ყიფიანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები და რა ღონისძიებებს გაატარებს ქართული მხარე. 

საერთოდ, სიტყვა სანქციაც კი ჩვენს შემთხვევაში, ერთხელ ვთქვი კიდეც, შეიძლება ხატოვნად გამომივიდა, რომ ჩვენ ფაქტობრივი სანქციების პირობებში ვართ, როდესაც იმ აქტივებს ბოლომდე ვერ განვკარგავთ სრულად-თქო, მაგრამ რაც შეეხება სანქციები სამართლებრივი დატვირთვით განხილვას, ეს საერთოდ ჩვენს ლექსიკაში არც ფიგურირებს. გარკვეული სატრასტო სტრუქტურების მხრიდან ჩვენი მხრიდან არის შეზღუდული. ის, რაც ჰიპოთეზაა, ჰიპოტეზაზე ჩვენ ამ საუბრებში  
საერთდო დროს არ ვხარჯავთ. როგორ შეიძლება ჰიპოთეტურ მომავალზე საუბარი? 
ჩვენ ვსაუბროთ იქიდან გამომდინარე, რაც გვაქვს რეალურად მოცემულობაში, ეს არის დავის კონკრეტული ასპექტები. ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მე შეხება საბედნიეროდ თუ საუბედუროდ არ მაქვს. ასე რომ, ეს საკითხი, რეკომენდაცია, რომ როგორ აისახება კანონმდებლობაში, პრაქტიკულად რა ღოსნიძიებები იქნება ქართული მხრიდან მიღებული, აი, დაველოდოთ პოლიტიკური პროცესი როგორ წარიმართება ქვეყნის შიგნით, - თქვა ინტერესების დამცველმა, -
განაცხადა ივანიშვილის ინტერესების დამცველმა. 
 

ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც Credit Suisse-ის წერილზე საუბრობს, რომელიც ოლიგაქრმა 5 ივლისს მიიღო.

შვეიცარიული ბანკის წერილში  განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუციამ ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები წარმოშვა და ტრასტი თავის მოქმედებებს სასამართლოს გარეშე აღარ განახორციელებს. 

ამასთან, ინტერესების დამცველი კომპანია აღნიშნავს, რომ ივანიშვილი ბანკის მოქმედებებს კლიენტზე პოლიტიკურ ზეწოლად აღიქვამს. 

მსგავსი სიახლეები