ადამიანი, რომელსაც თანხა მტრის ქვეყნიდან ერიცხება, როგორ შეიძლება რამეზე ლაპარაკობდეს - ზავრადაშვილი ხოშტარიაზე
ელენე ხოშტარიას განცხადებას მმართველი გუნდი ეხმაურება.
გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ხოშტარიასგან დამადასტურებელი დოკუმენტების გასაჯაროებას ელოდება.
მე, როგორც დანარჩენი საზოგადოება, ველოდები იმის გასაჯაროებას, რასაც ელენე ხოშტარია საზოგადოებას დაჰპირდა. ამის შემდეგ შეიძლება ღარაც კომენტარების გაკეთება“. - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარია ხმას საერთოდ არ უნდა იღებდეს.
ადამიანი, რომელსაც ერიცხება ჩვენი ოკუპანტი მტრის ქვეყნიდან ყოველ თვე თანხა, როგორ შეიძლება რამეზე ლაპარაკობდეს საერთოდ“. - ამბობს ზავრადაშვილი.
„დროას“ ლიდერი ივანიშვილის გარემოცვის კიდევ სამი მაღლაჩინოსნის დოსიეს დასავლეთში აგზავნის.
ხოშტარია ამბობს, რომ სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელი კობა კობიძე ივანიშვილს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან, ამიტომ ისინი უნდა დასანქცირდნენ.