უკრაინაში ერთი წამითაც არ ავიწყდებათ მიხეილ სააკაშვილი - კობა ნაყოფია
სააკაშვილთან ვიზიტზე შედის თანაგუნდელი კობა ნაყოფია, რომელიც ცოტა ხნის უკან დაბრუნდა უკრაინიდან. ,,ნაცმოძრაობის" ერთ- ერთი ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინაში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც დაინტერესებული არიან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით და მის გასათავისუფლებლად რიგ ღონისძიებებს გეგმავენ.
უკრაინაში მქონდა შეხვედრები მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. მათ ასეთი რამე მითხრეს, რომ ერთი წამითაც არ დავიწყებიათ მიხეილ სააკაშვილი და რომ ყველეფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება, მალე იყოს ის თავისუფლებაზე.
უკრაინის ხელისუფლება შეშფოთებული და შეწუხებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მიიჩნევს, რომ ის სამკურნალოდ უცხოეთში უნდა გადაიყვანონ.
მოულოდნელობები რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ექსპერტების ჩართვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის საქმეში. სწრაფად არის მისაღები გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანილ იქნას უცხოეთში სპეციალიზირებულ კლინიკაში სამკურნალოდ, რათა მას ადეკვატური მკურნალობა ჩაუტარდეს - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
კლინიკა ,,ვივა მედში" უახლოეს ხანში მიხეილ სააკაშვილის სანახავად ექსპერტები უნდა შევიდნენ. ეს იქნება საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე ბოლო ვიზიტი პრეზიდენტთან. 80 გვერდიანი სასამართლო დასკვნის გასაჯაროვებამდე ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ არ არსებეობს ერთი არგუმენტიც კი, რომელის საფუძველზეც სასამართლო მის საზღვარგარეთ ეტაპირებაზე უარს იტყვის.