"ქართულ ოცნებაში" ბრიფინგი რამდენჯერმე გადაიდო
საგანგებო ბრიფინგი "ქართულ ოცნებაში" დღეს რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად მედიასთან შეხვედრა 11 საათზე დაანონსდა, შემდეგ 12-ზე, თუმცა ისევ გარკვეული დროით გადაიდო.
ამის შემდეგ ივანიშვილის ოფისში პრემიერ-მინისტრი გამოჩნდა, თუმცა იქაორობა მალევე დატოვა.
საბოლოოდ, სახელისუფლებო პარტიაში ბრიფინგი 15:00 საათზე ჩანიშნეს.