,,ოცნების" ულტიმატუმი ევროკავშირს: სტატუსის მიღების შემთხვევაში საარჩევნო ბარიერს 2%-მდე დავწევთ

07.07.22 15:16
,,ოცნების" ულტიმატუმი ევროკავშირს:  სტატუსის მიღების შემთხვევაში საარჩევნო ბარიერს 2%-მდე დავწევთ

,,ქართული ოცნება" ევროკავშირთან პოლიტიკურ ვაჭრობას მართავს. იმ შემთხვევაში თუ ევროპა საქართველოს  დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი 5-დან 2%-მდე დაიწევს.  ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

კობახიძის განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპიორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით წარიმართება.

მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმადაც 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევრობული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე. ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც სრულად პროპროციული სისტემა 2%-იანი საარჩვენო ბარიერით 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის. დარწმუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას თავის სატელიტებით 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა, - განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები