არ გამოვრიცხავ, სამხარაულის დასკვნა ტენდენციური იყოს, ამიტომ ვიწვევთ ამერიკელ სპეციალიტებს - შალვა ხაჭაპურიძე
მიხეილ საკაშვილის ადვოკატები ევროკავშირის დამკვირვებლების შემდეგ საქართველოში ამერიკელი დამკვირველებისა და ექსპერტების ჩამოსვლას მოითხოვენ.
,,პირველებისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ მესამე პრეზიდეტის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, რომელიც სასჯელის გადავადების მიმართულებით მუშაობს, შტატების რამდენიმე საექსპერტო ბიუროსთან, მათ შორის, ფედერის საექსპერტო ბიუროსთან და ბაიდენის მრჩეველთა საბჭოსთან არსებულ სამეცნიერო ლაბორატორიასთან, მოლაპარაკებები აქვს და მათს თანხმობას ელოდება.
ამერიკელ სპეციალისტთა მოწვევა ერთადერთ მიზანს ემსახურება- არ დარჩეს არც ერთი საკითხი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღონ.
არ გამოვრიცხავთ, რომ სახელმწიფომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროს სამხარაულის ბიუროში. ოჯახის წევრები და დაცვის მხარე თვლიან, რომ სამხარაულის ბიუროდან შესაძლოა, ტენდენციური დასკვნა მოვიდეს და მოსამართლის წინაშე დადგეს ამ ორი დასკვნის კონკურენცია. ამიტომ ამ დასკვნების უფრო დამაჯერებლობისთვის მოწვეული იქნება მსოფლიოში ყველაზე მეტად აღიარებულ ექსპერტთა ჯგუფი.
მიდის მოლაპარაკება FBR-ის ექსპერტთა ჯგუფთან, ასევე ბაიდენის მრჩეველთა საბჭოსთან არსებულ სამეცნიერო საბჭოსთან, რომლებსაც გააჩნიათ საექსპერტო ცნობის გაცემის უფლება. ამ საბჭოში, ცნობისთვის, 3 ნობელის ლაურეატია გაწევრიანებული - აცხადებს მიხეილ საააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე.
პარალელურად ყურადღების ცენტრშია კლინიკა ,,ვივა მედი", სადაც მიხეილ სააკაშვილის სანახავად ექსპერტები უნდა შევიდნენ. ეს იქნება საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე ბოლო ვიზიტი პრეზიდენტთან.