არ ვფიქრობ, რომ „ოცნებას“ ევროკომისიასთან ვაჭრობის რესურსი აქვს - ლევან იოსელიანი

07.07.22 15:47
არ ვფიქრობ, რომ  „ოცნებას“ ევროკომისიასთან ვაჭრობის რესურსი აქვს - ლევან იოსელიანი

"მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც ევროკომისიას ულტიმატუმი წაუყენა, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მისი თქმით, ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ ევროკომისიას ევაჭროს. 

ცალსახად დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს ბარიერის დაწევა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რესურსი, რომ ამით ევაჭროს ევროკომისიას. ევრკომისიამ მოგვცა კონკრეტული დღის წესრიგი, ეს დღის წესრიგი მან უნდა შეასრულოს და თუ შეასრულებს, რა თქმა უნდა, ოოპოზიციის ჩართულობასთან ერთად, ჩვებ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. დაბალი ბარიერი ევროკომისიას არ სჭირდება, დაბალი ბარიერი ამ ქვეყენას სჭირდება, - თქვა იოსელიანმა.  

,,ქართული ოცნება" ევროკავშირთან პოლიტიკურ ვაჭრობას მართავს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ევროპა საქართველოს  დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი 5-დან 2%-მდე დაიწევს.  

მსგავსი სიახლეები