თუ ვინმე ავრცელებს ე.წ. FSB-ს ნარატივს საქართველოში, ეს ხართ თქვენ - კობახიძე ჟურნალისტებს
გიორგი ვაშაძის სკანდაულმა ინფორმაციამ სახელისუფლებო პარტია წყობიდან გამოიყვანა.
„ოცნება“ ხელს ისევ ოპონენტებისკენ იშვერს და FSB-ს ჯგუფად ოპოზიციას მოიხსენიებს.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსული FSB-ს ნარატივის პროპაგანდაში ბრალს კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებს სდებს.
ომისკენ მოგვიწოდებდნენ ჩვენ გუშინ გოგოტიშვილი, მანამდე ეკა გიგაური, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ შესაძლებლობების ფანჯარა უნდა გამოგვეყენებინა, ასევე, საუბრობდა ამაზე ლომჯარია, რომელსაც ერჩივნა რუსული ბომბების ცვენა თბილისში რაღაცეებს, იგივეზე საუბრობდნენ მიშა მშვილდაძე, ვახო სანაია, დავით უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და სხვები. ომში ჩართვაზე საუბრობდნენ ისინი. გარდა ამისა, იყო მოწოდებები სანქციების დაწესებაზე, რაც ნიშნავდა რისკების გაორმაგებას. ასევე პირდაპირი მოწოდებები იყო მოხალისეებთ სავსე თვითმფრინავის გაშვებაზე, რაც ნიშნავდა პირდაპირ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას. ეს ყველაფერი ხდებოდა თქვენი პარტიებისგან და ტელევიზიებისგან. თუ ვინმე ავრცელებს ე.წ. FSB-ს ნარატივს საქართველოში, ეს ხართ თქვენ". - თქვა ირაკლი კობახიძემ.