ხოშტარიამ თავის რუსულ რუბლებს მიხედოს - კობახიძე
ელენე ხოშტარიას განცხადებას მმართველი გუნდი ეხმაურება.
ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიას სამარცხვინო ქალს უწოდებს და მას ურჩევს, რომ თავის რუსულ რუბლებს მიხედოს.
მემგონი ხოშტარიამ თავის რუსულ რუბლებს უნდა მიხედოს, ამაზე მეტ კომენტარს მე უბრალოდ ვერ გავაკეთებ. სამარცხვინოა ეს ქალი. თავის მილიონობით რუბლს მიხედოს, რომლითაც განსაკუთრებით ბოლო დროს გამდიდრდა მისი ოჯახი“. - ამბობს კობახიძე.
„დროას“ ლიდერი ივანიშვილის გარემოცვის კიდევ სამი მაღლაჩინოსნის დოსიეს დასავლეთში აგზავნის.
ხოშტარია ამბობს, რომ სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელი კობა კობიძე ივანიშვილს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან, ამიტომ ისინი უნდა დასანქცირდნენ.